პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, შეკრების გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლებას.
დღეს, სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციის მსვლელობისას, აქციის ზოგიერთი მონაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.
აქციის მსველელობისას დაზიანდა ერთ-ერთი მოქალაქის და რამდენიმე საპატრულო ავტომანქანა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს არ დაემორჩილნენ, რის შედეგადაც მოხდა კანონის ფარგლებში მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება.
აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
ამ დროისათვის ყველა დაკავებული პირი გათავისუფლებულია ხელწერილით.