შვეიცარული კომპანია ჰოფმან-ლა როშის წონის კორექციის მედიკამენტმა „ქსენიკალი“ კიდევ ერთი ჯილდო დაიმსახურა. ის კონკურსში „წლის პროდუქტი“ ყველაზე მოთხოვნადი წონის დასაკლები მედიკამენტების ნომინაციაში 2012 წლის პროდუქტად აღიარეს.
მნიშვნელოვანია, რომ 2012 წელს საპრიზო კატეგორიებს შორის პირველად მოხვდა წონის კორექციის საშუალებები, რამდენადაც სამომხმარებლო ბაზრის ეს სეგმენტი ყოველწლიურად იზრდება და შეიძლება ითქვას, რომ თანდათან იღებს მასობრივ ხასიათს.
„წლის პროდუქტი“ - ეს არის კონკურსი, რომელსაც უკვე 10 წელია რუსეთში მოღვაწე საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციები და სავაჭრო პალატა ატარებს. კონკურსის ნომინაცია 50 კატეგორიაში ხდება, სადაც შედის კვებისა და ყოველდღიური მოხმარების საგნები.
კონკურსის შედეგები ემყარება ფართომასშტაბიან კვლევას, რომელიც რუსეთის ფედერაციის 60 ქალაქში ტარდება და მის ფარგლებში ასიათასი მომხმერებელი გამოიკითხება . კატეგორიები შეირჩევა იმ პროდუქტებს შორის, რომებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა საცალი ვაჭრობის ობიექტებში.
რატომ „ქსენიკალი“ ?!
ქსენიკალი (ორლისტატი 120მგ) 12 წელზე მეტია ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოიყენება წონის კორექციის მიზნით მთელს მსოფლიოშო. ამ პერიოდის განმავლობაში 35 მილიონზე მეტი ადამიანია წარმატებით ნამკურნალები.
ორლისტატი სიმსუქნის საწინააღდმეგო ერთადერთი რეცეპტული პრეპარატია მსოფლიოში, რომლის სარგებელი აღიარებულია, როგორც აშშ საკვები პროდუქტების და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) ასევე - ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.
ქსენიკალით (ორლისტატი) მკურნალობისას ჭარბი წონის მქონე ადამიანები იკლებენ 2–ჯერ უფრო მეტად დიეტასთან შედარებით, თავს გრძნობენ უფრო მოხდენილად, ენერგიულად და ჯანმრთელად.
ქსენიკალი (ორლისტატი 120 მგ) მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულსისხლძარღვოვან რისკ ფაქტორებს, როგორიცაა არტერიული წნევა, ლიპიდების და შაქრის კონტროლი , ის ერთადერთი სიმსუქნის საწინააღმდეგო მედიკამენტია, რომელიც თავიდან გვაცილებს II ტიპის დიაბეტის განვითარებას. გარდა ამისა, აუმჯობესებს მეტაბოლური სინდრომის ხუთი კრიტერიუმიდან ხუთივეს .
ქსენიკალი დამტკიცებულია მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ მოზარდებში გამოსაყენებლად ის განსხვავებით მადის დამთრგუნველი მედიკამენტებისგან, რომლებიც ამოღებულია ბაზრიდან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ქსენიკალი არ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე .მნიშვნელოვანია, რომ ქსენიკალის ეფექტურობა შედარდა მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ ორლისტატს, კვლევამ აჩვენა, რომ ათივე ჯენერიული მედიკამენტი განსხვავდებოდა ქსენიკალისგან სულ მცირე 5 შესწავლილი ტესტის მაჩვენებლით : შედარებულ მედიკამენტებში იყო მეტი მინარევები, ასევე, განსხვავებული იყო ხსნადობის მაჩვენებელი, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ორლისტატის ორგანიზმში შეღწევადობაზე და, შესაბამისად, ეფექტურობაზე.
ფარმაცევტული კომპანია „ჰოფმან–ლა როში“ დაფუძნებულია 1896 წელს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში. დღესდღეობით იგი მსოფლიო ლიდერია ონკოლოგიური მედიკამენტების წარმოებასა და ვირუსოლოგიაში. კომპანია მსოფლიოში პირველ ადგილზეა კვლევასა და გავითარებაში ინვესტირების მიხედვით.
ჰოფმან–ლა როში მსოფლიოს 150–ზე მეტ ქყეყანაში ოპერირებს და მასში 80000 თანამშრომელია დასაქმებული.