მარკეტინგულმა კომპანიამ Global Idea და გაზეთმა The FINANCIAL ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალს Golden Brand 2012 – ს უმასპინძლა. Golden Brand 2012-ზე გამოავლინეს და დააჯილდოვეს საქართველოს ბაზარზე არსებული ყველაზე წარმატებული კომპანიები. Golden Brand-ის უპრეცედენტო გამარჯვებული „ჰაიდელბერგცემენტი “ გახდა, რომელმაც პროექტისთვის „თბილისიმარათონი“ და საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის სპეციალურად მისთვის დაწესებული პრიზი მიიღო. სპეციალური დიპლომი „ჰაიდელბერგცემენტის“ კომუნიკაციების მენეჯერს ნინო სუბელიანს სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გადასცა.
“გოლდენ ბრენდის დაჯილდოვებაზე ჩვენი გამარჯვება ნომინაციაში „ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა“ მოულოდნელი იყო, რადგან ასეთი ნომინაცია Golden Brand - ის ისტორიას არ ახსოვს. ეს იყო სპეციალური ნომინაცია სპეციალურად „თბილსიმარათონის“ მნიშვნელობისა და აუცილებლობის დასტურად. რადგან "თბილისიმარათონმა" ნამდვილად მიიქცია საზოგადოების დიდი ყურადღება. პროექტი "თბილისიმარათონი" ნამდვილად უპრეცედენტოა საქართველოში. პროფესიონალური მარათონის ჩასატარებლად საკმაოდ დიდი ხარჯებია გასაწევი. საორგანიზაციო გუნდი მომზადებას 7-8 თვით ადრე იწყებს. ეს არ არის მოკლე გარბენი, რაც რამდენჯერმე შეიძლება ჩაატარო წელიწადში. მარათონისთვის მთელი წელი ვემზადებით და ემზადებიან ჩვენი მონაწილეებიც. ეს არის ღონისძიება, რაშიც დიდი ადამიანური და ფულადი რესურსებია საჭირო. პირველი მასშტაბური ნახევარმარათონი, რომელიც 2012 წლის 28 ოქტობერს ჩატარდა, იყო წარმატებული და მოყვა დიდი გამოხმაურება საზოგადოების სხვადასხვა წრიდან, საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებიდან. მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ჰაიდელბერგცემენტის "თბილისიმარათონი" საერთაშორისო არბიტრის შეფასების საფუძველზე ევროპის მარათონების კალენდარში შევიდა. კომპანიის მოლოდინით წელს თბილისიმარათონს 3 000 ზე მეტი მონაილე ეყოლება. წლევანდელი „თბილისიმარათონი“ 26 ოქტომბერს გაიმართება, “ - განმარტა „ჰაიდელბერგცემენტის“ კომუნიკაციების მენეჯერმა ნინო სუბელიანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისიმარათონი“ პირველად 2012 წლის 28 ოქტომბერს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართა. მარათონში 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყო მრავალი უცხოელი სტუმარი - საელჩოებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენელები. მონაწილეებმა 21 კილომეტრიან და 5 კილომეტრიან დისტანციაზე ირბინეს. მარათონში გამარჯვებულები კომპანიამ ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით დაასაჩუქრა. შარშან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ გადაირიცხა, რომელიც თბილისის, რუსთავისა და კასპის რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებზე გადანაწილდა. ნახევარმარათონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მსურველს - მოყვარულსა თუ პროფესიონალს ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ „თბილისისმარათონმა“ ტრადიციული სახე მიიღო და ყოველწლიურად გაიმართება.
საუკეთესო ბრენდების ყოველწლიური, რიგით მერვე დაჯილდოვების ცერემონიალი 17 აპრილს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა. უკვე მერვე წელია პროექტი Global Idea, გაზეთი The FINANCIAL, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის