შვიდი თვე ოცნებაში..

შვიდი თვე ოცნებაში..

ყოველთვის ვცდილობ, ცივი გონებით გავაანალიზო ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ პოლიტიკურ მოვლენებს, რომელშიც ქვეყანა მთლიანადაა ჩაბმული. სააკაშვილის მმართველობისას ხშირად ვამბობდი, რომ ქვეყანა  ჭაობშია ჩაფლული–თქო. ვითარება დიდად არც ეხლა იცვლება.    იქმნება შთაბეჭდილება ნაწილდება გავლენის სფეროები, იკვეეთება ალიანსებიც და ამის  მიზეზი სწორედ რომ უთავოდ დარჩენილი საზოგადოებაა.  ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, ვერც ახალში და ვერც ძველში, ვერ დავინახე სურვილი, ეფიქრათ და ეზრუნათ საკუთარ ქვეყანაზე; ვერ დავინახე შესაფერისი ცოდნა, რომელიც საქვეყნო საქმის კეთებაში დაეხმარებოდათ; ჯერჯერობით ვერ დავინახე იოტისოდენა მცდელობაც კი საერთო ნაციონალური ინტერესი პირადულზე წინ დაეყენებინათ...

 შედეგები  დღეს სახეზეა, უუნარო  სახელმწიფო,  რომელიც თავის ფუნქციას თითქმის ვერ ასრულებს!

 თუ ესე გაგრძელდა მე მის მომავალს უფრო მუქ ფერებში ვხედავ _ ხიდი ჩატყდება, უფსკრული გაჩნდება. საქართველოში  მცხოვრები ადამიანები ყოველთვის პროტესტზე და ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე იფიქრებენ და რატომ, ძნელი მისახვედრი არ არის. სახელმწიფოში  უმოქმედობაა გამეფებული

... გვმოძღვრავენ! მოვითმინოთ, დროის გაჭიანურება ბუნებრივი და მოსალოდნელი ყოფილა..  ფუნქციონერები ჯერჯერობით დაკავებულები არიან კომენტარებით, პოსტების განთავსებით ოპონენტების გამონათქვამებზე. .. , ინტრიგები, , საქმე გაკეთებული რეალურად არ ჩანს..  ძაღლი ყეფს,  დროის ქარავანი მიდის" .

დაპირებები, ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების, საკუთრების დაცვის, კანონის უზენაესობის, სამართლიანობის აღდგენის, ეკონომიური გარემოს გაჯანსაღების, სამუშაო ადგილების შექმნის, სიღარიბის დაძლევის თუ სახელწიფოსათვის სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ამ დროისათვის სამწუხაროდ კვლავ  ოცნებად და შორეულ პერსპექტივად რჩება..

წინა ხელისუფლების დანაშაულებების გამოსაძიებლად  საჩივრების დიდი მოცულობა შესწავლის შესაძლებლობასთან არაადეკვატურიაო ამბობთ, რამოდენიმე წელიც კი შეიძლება დაგვჭირდესო.. რიგითობაც ხომ არსებობს­­!? !?.. უნდა არსებობდეს წესით  ქვეყანაში! ხომ უნდა დაიწყოთ!?.. ჩატარებული გამოძიებიდან რაც ჯერჯერობით რეალურად ჩანს თუ წვრილმანებს არ ჩავთვლით პრემიერ-მინისტრის კომპანიების საქმეს იძიებთ მხოლოდ, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ეკუთვნის, მაგრამ დანარჩენი საქმეები? ..უფრო მეტიც, განცხადებებიც და თაროზე შემოდებული საქმეები ისევ ძველ გამომძიებლებს აბარიათ, რაც  შემდგომში ამ საქმეების წამოწევას უპერსპექტივოსაც კი  ხდის, რა ქვია ამას? არაპროფესიონალიზმი? , დაუდევრობა თუ დანაშაულის დაფარვა? ესეც ხომ  დანაშაულია და უკვე გადაცდომაა..?!

საკუთრება დაცული იქნებაო დაგვპირდით, დროზე დაგიბრუნებთო.. ჯერჯერობით არცერთი აღდგენილი უფლება არ ჩანს “ქართუ ჯგუფის” გარდა, როგორც ჩანს საქმის ,,გაწელვა,, პრემიერს ვერ გაუბედეს. აქაც ამას რამოდენიმე წვრილმანიც ემატება , გავიგე რამოდენიმესათვის წართმეული მანქანებიც დაუბრუნებიათო ...დაბრუნება გამარტივებული გზით მოხდებაო, სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი იმუშავებსო , კომისია შეიქმნებაო.. 7 თვე გავიდა..! ,,ხელისუფლება ამ საქმეებს ადრე თუ გვიან აუცილებლად წამოწევსო,,. რატომ არ იწყებთ? რას ელოდებით? როდის დაიწყებთ!?..რატომ ჭიანურდება?...ამით ხომ უკანონო სიკეთის მიმღებს დამატებით შანსს აძლევთ გადამალოს, გაასხვისოს პატოსანი მოქალაქისათვის ჩამორთეული ქონება...ამ პროცესის მაგალითები მრავალი ვიხილეთ ამ ხნის მანძილზე. უფრო მეტიც მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ამას წინად რეიტინგიც კი  გამოქვეყნდა, საჯარო რეესტრის მონაცემებით ქვეყანაში ბოლო 6 თვის მანძილზე, უძრავი ქონების ბაზარი რეკორდულად გამოცოცხლდაო, სინამდვილეში რეგისტრაციის სამსახურს ამ პერიოდში  ყიდვა-გაყიდვის რეალური მოძრაობა კი არა  სავარაუდოთ უკანონო ,ქონების გადამალვის, გადაფორმებების  გაზრდილი რაოდენობა აქვს აღრიცხული. დროის გაწელვით  მიმთვისებლებს ხომ არ  ვუთეთრებთ შავ ქონებას !? ვინ ზარალდება? ვიღაცას ხახვივით შერჩება ნაძარცვი! ვაზარალებთ მესაკუთრესა და პირველ რიგში სახელწიფოს , მომოვალში ხომ მოგვიწევს ქვეყანას  ყველაფრის ამის კომპენსირება დაზარალებულთათვის, როგორც წართმეულის ისე განაცდურისა, მიყენებული ზარალის სრული ანაზღაურებით, სამართლებრივად ეკუთვნით! რატომ  ვაჭიანურებთ !? მოქალაქეებისაგან სახელწიფოსათვის ნაჩუქარი თუ ძალით გადაფორმებული აქტივების მიმართულებითაც იგივე სიტუაციაა, პროცესი არ მიდის.

ვაპატიოთ, გადავარჩინოთო მეორე პოლიტიკური ძალაო, ყველას ხომ ვერ დავიჭერთო დამნაშავეებსო
ამბობთ.. ნუთუ სამართალი შერჩევითია ან ეს რაიმე ახალი ნორმაა იურისპრუდენციაში ?  დანაშაულზე დაუსჯელობა ,,შეთანხმებულებისათვის,, (კრიმინალებთან ,,კოჰაბიტაციას,, ვგულისხმობ) იქნებ არ ვიცით!?.. განგვიმარტეთ. თუ ეს უფრო ,,კოლაბორაციონიზმს,, გავს ესეც ტერმინია და ესეც თანამშრომლობას ნიშნავს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. ტერმინმა ნეგატიური მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიძინა . საფრანგეთში კოლაბორაციონისტებს უწოდებდნენ იმ პირებს, რომლებიც ევროპაში ფაშისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1939-1945 წლებში ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ.  საერთოდ  გაუგებარია, ეს სისუსტეა? გაუბედაობაა? ფასადურია თუ გამოუცდელობის შედეგია დაუსაბუთებელი გაუმართავი ბრალდებები ოპონენტებთან - რამოდენიმე საათის თუ დღის დაკავებიდან კრიმინალები სასამართლო დარბაზიდანვე თავისუფლდებიან .  ნუთუ მხოლოდ ყალბ პასპორტზე ან სახელმწიფო უწყების სახსრებიდან სამაჯურებისა თუ სტუმრისათვის აბანოს ფლოსტებზე და შამპუნზე გაფლანგულ თანხაზე  მოსადავებელზე მეტი არ გვაქვს ამ რეჟიმთან?  იქნებ  ვცდები!?.. სახელმწიფო დამნაშავეების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით, საზოგადოებისათვის საშიშმა კრიმინალებმა ტანჯულის მანტია მოირგეს,  აქეთ გვმოძღვრავენ, დაგვცინიან მსოფლიო საზოგადოების თვალში პოლიტიკურ დევნაშიც კი გვადანაშაულებენ, პროვოკაციებს გვიწყობენ.. რაში გვჭირდება ან რას ემსახურება მათი პოლიტიკურ ძალად გადარჩენაზე ზრუნვა ან ჯალათების , სისტემის მსხვერპლად გამოცხადება !? საზოგადოება დაზარალებულია, სახელმწიფო დამნაშავეების მიერ ჩადენილი ბოროტების თუ აღვირახსნილობის უკან უამრავი უდანაშაულო ადამიანისა თუ ოჯახის ტრაგედია, შელახული ღირსება დგას. არის ადამიანების მსხვერპლიც! კოლაბორაციონისტური დამოკიდებულებებით, სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურებით ხომ საფუძვლიანად ირღვევა მათი ფუნდამენტალური უფლებები, ამაზე არ ფიქრობთ? რა პასუხი გავცეთ მათ!?  თუ არ შეიძლება  კვალიფიციური გამოძიების შემთხვევაში ვამხილოთ ორგანიზებულ  დანაშაულში ეს ხალხი, გავასაჯაროოთ მათი ნამოქმედარი,  დავანახოთ მსოფლიო საზოგადოებას რა რეჟიმთან გვიწევს თანამშრომლობა და რაც გადავიტანეთ.  რატომ ვმალავთ? რატომ არ გამოგვაქვს სააშკარაოზე ? შეიძლება ვინმემ ისიც იფიქროს  გარიგებაშიც ვართ – მაშინ ხომ მათთან ერთად უნდა  გავიზიაროთ დანაშაულიც! პასუხისგებაც მოგვიწევს.....  ბევრი კითხვა გროვდება პასუხგაუცემელი!..

   მძიმეგაკვეთილის შემდეგ ჩვენ უნდა ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო,  სათანადოდ უნდა შევაფასოთ მემკვიდრეობა, დამნაშავეებმა მკაცრად უნდა აგონ პასუხი ჩადენილზე. Eეს  ქვეყანაში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს,  რომ კვლავ აღარ ჩამოყალიბდეს ტოტალიტარიზმი და რომ მომავალში სხვა თანამდებობის პირებმა დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილებმა აღარ გაბედონ  ფეხქვეშ გათელონ ადამიანის აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. ამასთან ერთად საკუთარ ამბიციებს და კეთილდღეობას არ გადააყოლონ ნაციონალური ინტერესები. გაჩნდება პასუხისმგებლობის გრძნობა. სხვანაირად ეს არ დასრულდება!

მივმართავ საქრთველოს ხელისუფლებას დავამთავროთ ქვეყანაში კერპები და კუმირები, აღარ გვჭირდება ზვიადები, ბაბუები, მიშები, ბიძინები,.. ჩვენ გვჭირდება  ქმედითი, პროფესიონალიზმზე და ხალხის სამსახურზე  ორიენტირებული ხელისუფლება, კანონის უზენაესობა.  ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენ ხელისუფლებაში მოგიყვანათ საზოგადოების აქტიურმა პროტესტმა წინა ხელისუფლების მიმართ,. ქართველი ხალხი თქვენს გარშემო გაერთიანდა  კეთილი მომავლის იმედით. მიუხედავად რეპრესიებისა და დაშინებებისა  არ შევეპუეთ რეჟიმს ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოების ფასად ღირსებისა და ქვეყნისმომავლის გადასარჩენად  თავგანწირულად ყველამ ერთად დავუპირისპირდით  დიქტატურას. ჩვენ გავიმარჯვეთ ! საქართველომ გაიმარჯვა! ნუ გაგვაწბილებთ, ნდობას გაფრთხილება უნდა,  დანაპირებს კი შესრულება . უნდა იმოქმედოთ!.  უმოქმედობას, გარწმუნებთ საზოგადოება დიდხანს ვერ მოითმენს  .. „მოთმინებასაც აქვს თავის საზღვარი“

 

დავით ბეგიაშვილი

ჰოლდინგური კომპანია ვაკე-5 ის და ალბატროს ჯგუფის დამფუძნებელი

ჟენევა, შვეიცარია 20. 04. 2013