მალე თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და იტალიის ჯონ ქებოტის უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ამის შესახებ ჯონ ქებოტის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და სტუდენტთა ჩარიცხვების დირექტორმა, დანეტ ანდერსონმა თბილისის სასწავლო უნივერისტეტის რექტორთან, სოლომონ პავლიშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
“ურთიერთთანამშრომლობა სასწავლო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაცვლას ითვალისწინებს. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ ამუშავდეს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები,” - აცხადებს თბილისის სასწავლო უნივერისტეტის რექტორი სოლომონ პავლიაშვილი.
მისივე თქმით, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ანალოგიური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკრაინისა და ევროპის ქვეყნების სასწავლებლებთანაც აქვს გაფორმებული.