სახალხო პარტიის განცხადება

სახალხო პარტიის განცხადება

ყოფილი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა, ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები (დათა და როლანდ ახალაიები, მარიკა ვერულაშვილი, ელენე თევდორაძე და ა.შ.). დადასტურებაა იმისა, რასაც სახალხო პარტია წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ჩვენი პრობლემების სათავე ხელისუფლების არაეროვნული მენტალიტეტი და მმართველობაში დამოუკიდებელი პიროვნებების დეფიციტია. სახელისუფლო კლანები მაქსიმალურად ცდილობდნენ საკუთარი მიზნების მიღწევას, სკამებისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად, საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ აფერხებდნენ ქვეყნის განვითარებას. მოსახლეობას უკიდურეს გაჭირვებაში ამყოფებდნენ.  ახდენდნენ ეროვნული იდეის დისკრედიტაციას, ან ეწეოდნენ მისით სპეკულირებას და არაქართული ცხოვრების წესის პროპაგანდირებას. მოქ.კავშირისა და ნაც.მოძრაობის წევრების უმრავლესობა წარმოადგენდნენ დანაშაულებრივ პირების ერთობლიობას და რომ მათი სახელმწიფოს მართვის სადავეებთან დაშვება დანაშაული იყო. ისინი ცხოვრობდენ მხოლოდ პირადი “ერთგულებისა” და მიზანშეწონილობის საფუძველზე.

წლების განმავლობაში პირები, რომლებსაც, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის ბედი ებარათ, მათი აღიარებითი განცხადებებიდან გამომდინარე, თანამონაწილენი იყვნენ, ისეთი ნაშაულებებისა, რომლის აღმოსაფხვრელად ცივილურმა სამყარომ ასეთი პირების მიმართ პასუხისმგებლობის უმკაცრესი ნორმებიც დააწესა.

აღმაშფოთებელია ის გარემოება, რომ დღეს ეს ადამიანები ცინიკურ გამოსვლებს ბედავენ და ურცხვად იმართლებენ თავს, რითაც შეურაცხყოფას აყენებს მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც, თავის მხრივ, ზემოთქმულზე რეაგირებას მხოლოდ პოლიტიკურ ორგანიზაციათა და პირადად დაზარალებულთა ვიწრო წრის პრეროგატივად მიიჩნევს.

სახალხო პარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ პოლიტიკური ჯგუფებისა და მათი წევრების დანაშაულებრივი ქმედებების ძირეული შესწავლით(ეს თქვენი მოვალეობაა!);
სახალხო პარტია მიმართავს საზოგადოებას, გაფრთხილდით! გამარჯვებულ ძალას ეძლევა პოლიტიკური ცხოვრების სრული მონოპოლიზაცის სტიმული, ცდუნება და შესაძლებლობა და იგი ამ ინტერესის რეალიზებისთვის საჭირო მიზანშეწონილობის მიხედვით პატიებისა და დასჯის საკითხს საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტს.

სახალხო პარტია მოუწოდებს საზოგადოებას, რომ შესაბამისად შეაფასოს მიმდინარე პროცესები, არა მარტო იმიტომ, რომ პასუხი აგონ ძველი ხელისუფლების დროს დანაშაულის ყველა ჩამდენმა, ან ამჟამინდელ თუ მომავალ ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური სუბიექტები თუ ცალკეული პიროვნებები უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთი მოღვაწეობის პერიოდს, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრდეს სამართლიანობა და სტიმულირებული იქნას ჯანსაღი კონკურენტული გარემო, დაფასდეს საზოგადოებისა და პოლიტიკური სუბიექტების პატიოსნება და ღირსება. ყველას მიეკუთნოს ის ადგილი, რომელიც მან თავისი ქმედებით დაიმსახურა.
სახალხო პარტია