ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ უცხოეთში ქართული ბრენდის პოპულარიზაციისთვის „ოქროს ბრენდით“ დაჯილდოვდა. დაჯილდოება 2013 წლის 17 მარტს, Global Ide, გაზეთი FINANSIAL, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორთა განმარტებით, ოქროს ბრენდი ავლენს და აჯილდოვებს იმ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს ბიზნესის წარმოების სხვადასხვა კუთხით. კვლევა ავლენს ბრენდის პოპულარობას. მისი მთავარი ფოკუსი, კომპანიათა მიერ ბრენდის პოპულარიზაციისთვის მიღებულ კრეატიულ გადაწყვეტილებებზეა მიმართული.
ბრენდის, სავაჭრო ნიშნის ცნობადობას და მისი პოპულარიზაციისთვის განხორციელებულ პროექტებს 200-მდე ექსპერტი აფასებდა. გამოკითხვის შედეგები კი საქართველოს სავაჭრო პალატის, ამერიკის სავაჭრო პალატის, კომპანია Global Ide და გაზეთ FINANSIAL წარმომადგენელთა მიერ გამოკითხულ ექსპერტთა ხმათა დათვლით ჯამდება. ნომინანტი ბრენდების შერჩევა მათი ცნობადობის, პოპულარობის, ასევე კომპანიის მიერ ამ ბრენდთან დაკავშირებით წარმოებული კრეატიული სარეკლამო კამპანიის გათვალისწინებით ხდება.
წლევანდელ დაჯილდოვების ცერემონიალზე 36 ნომინაციაზე 100-ზე მეტი წამყვანი კომპანია იყო წარდგენილი