გუშინ გაზეთ Financial-ისა და Global Idea-ს მიერ ორგანიზებული ბიზნეს დაჯილდოებაზე „ოქროს ბრენდი 2013“ თიბისი ბანკი დასახელდა, როგორც გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო კორპორატიული ბრენდი“ .
გარდა ამისა, ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაზე თიბისი ჯგუფმა მიიღო „ოქროს ბრენდის“ ჯილდოები ნომინაციებში:
საუკეთესო ბრენდი სწრაფი გადახდის კომპანიებს შორის - TBC Pay
საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდი - თიბისი ბანკის შვილობილი კომპანია, „ბანკი კონსტანტა“
„ოქროს ბრენდი“ ყოველწლიური ბიზნესდაჯილდოებაა, რომელიც საქართველოს სავაჭრო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მონაწილეობით ხორციელდება. მისი შედეგები 200-მდე ექსპერტის შეფასებებზე დაყრდნობით ვლინდება.
„ერთდროულად 3 ნომინაციაში გამარჯვება თიბისი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი წარმატება და განსაკუთრებული სტიმულია. მიხარია, რომ იმ კომპანიების დიდი ნაწილი, რომლებმაც დღეს სხვადასხვა ნომინაციებში დაიმსახურეს ეს ჯილდო, სწორედ თიბისი ბანკის კლიენტები არიან“ - - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„ოქროს ბრენდის“ დაჯილდოება წელს თბილისში უკვე მერვედ გაიმართა. წელს, ‘“ოქროს ბრენდის“ დაჯილდოების ცერემონიას ასზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი, ბიზნეს წრეებთან დაკავშირებული ადამიანები და საქართველოში აკრედიტებული ელჩები ესწრებოდნენ.