დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი დავით სუჯაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროს მრჩეველ კაუპო კანდს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეუთოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ვინსენტ დე გრაფი და პროგრამის მენეჯერი ნინო გოგოლაძე.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუმრებს უწყებაშიგანხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და სამინისტროს სისტემის განვითარების 2013 წლის სტრატეგია გააცნეს.
საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა დავით სუჯაშვილმა სტუმრებს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომაროება გააცნო. მათ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ეროვნული უმცირესობებისა და ქართველი მოსახლეობის შესახებ ისაუბრეს.
ეუთოს დელეგაციის წარმომადგენლებმა თავის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის და ეროვნული უმცირესობების საკითხებზე კონკრეტული პროგრამების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.