ნატახტარის ლიმონათი მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სულ ახლახანს ქართულ ბაზარზე „ნატახტარის ლიმონათი“ ჟოლოს, კოწახურისა და ვაშლის არომატით გამოჩნდა.
„გვინდოდა მომხმარებლისთვის უფრო დიდი არჩევანი და მეტი მრავალფეროვნება შეგვეთავაზებინა. ყველა დამატებული არომატი არის ბავშვებისთვისა და მათი მშობლებისთვის საყვარელი.
ამიერიდან მომხმარებელს ექნება საშუალება არსებული 7 არომატის (მსხალი, ტარხუნა, საფერავი, ნაღები, ლიმონი, ფორთოხალი, ატამი) გარდა ჟოლოს, ვაშლისა და კოწახურის ლიმონათიც დააგემოვნოს, “ - აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, თორნიკე ნიკოლაიშვილი.