გამოიყენეთ ლიბერთი ბანკი PayPal-ს რეგისტრაციის სისტემაში დასაშვებად

გამოიყენეთ ლიბერთი ბანკი PayPal-ს რეგისტრაციის სისტემაში დასაშვებად

ლიბერთი ბანკი გილოცავთ ქართველ ინტერნეტ მომხარებლებს PayPal ელექტრონული გადახდების სისტემაში უკვე საქართველოდანაც რეგისტრაციის დაშვებას და მოხარულია შემოგთავაზოთ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა.

PayPal-თან შეგიძლიათ მყისიერად გადააბათ ლიბერთი ბანკის ნებისმიერი VISA და MasterCard ბარათი და იშოპინგოთ როგორც ebay.com-ზე, ასევე PayPal-ში ჩართულ 10,000-ზე მეტ ინტერნეტ მაღაზიაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მერჩანტების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://shopping.paypal.com/stores

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ ფლობთ Visa ან MasterCard ბარათს, ლიბერთი ბანკი გაძლევთ საშუალებას, ვებ გვერდების www.emoney.ge და www.smartivi.ge საშუალებით დააგენერიროთ ვირტუალური VISA ბარათი და გადააბათ თქვენს PayPal ანგარიშს. ამისთვის საჭიროა თქვენ ან eMoney-ს იდენტიფიცირებული მომხმარებელი იყოთ, ან PAY ბარათი (მაგალითად, სმარტივი) გაგაჩნდეთ.

ვირტუალური ბარათის დაგენერირების ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე: https://www.smartivi.ge/index.php/info/index/6/209

თქვენ ასევე შეგიძლიათ უფასოდ შეავსოთ თქვენი PayPal ანგარიში, თვითმომსახურების ტერმინალებიდან თქვენი სმარტივი ანგარიშის გავლით.