11 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ - დეიმონ ვილსონს შეხვდა.
ატლანტიკური საბჭო ხელს უწყობს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას და საერთაშორისო უსაფრთხოებას, იკვლევს ტრანსატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, ნატოს ტრანსფორმაციასა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებს. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორცილებული სტრუქტურული ცვლილებები განიხილეს.
მინისტრმა ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს სამინისტროს განვითარების 2013 წლის სტრატეგია და უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ამასთანავე, ისაუბრეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და სამომავლო თანამშრომლობაზე.