10 აპრილს 11.00 სთ–ზე შინაგან სამეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე დანაშაულის აღრიცხვიანობის ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია გაიმართება. სამინისტროს წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას ახალი მეთოდოლოგიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრეთვე წარმოადგენს სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიან მონაცემებს 2013 წლის მარტის თვის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკურმა დეპარტამენტმა ახალი მეთოდოლოგიით დაითვალა, სადაც ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემები გაერთიანებულია.