გენერალთა კლუბის განცხადება

გენერალთა კლუბის განცხადება

ზუსტად 24 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა. საბჭოურმა ბოროტების მანქანამ ქართულ ცნობიერებაში გაღვიძებული თავისუფლების სურვილის განადგურება მოინდომა და უმოწყალოდ ჩახოცა მშვიდოაბიანი მომიტინგეები. ამ დღეს ახალი საქართველო დაიბადა, რომელმაც საბოლოოდ დამოუკიდებლობის აღდგენამდე მიგვიყვანა. 9 აპრილი უდიდესი ტრაგედიისა და ამავდროულად სრულიად საქართველოს ერთიანობის დღეა. Eეს დღეE სრულიად საქართველოს ეკუთვნის და არა რომელიმე ხელისუფლებას ან პარტიას, როგორც 2003 წლიდან ცდილობდა ნაციონალური მოძრაობა Aთავის აქტივში ჩაეწერა ეს დღე. სანთლები დავუნთოთ  9 აპრილს დაღუპული გმირების სულებს და უფალს შევავედროთ.  მუხლი მოვიდრიკოთ მათ წინაშე 9 აპრილის მემორიალთან როდესაც მივალთ და ერთმანეთს და სრულიად საქართველოს ვუსურვოთ ის ერთიანობა, რომელიც იმ დღეს, 9 აპრილს ჰქონდა მთელს ქვეყანას.

საქართველოს გენერალთა კლუბის სახელით კლუბის პრეზიდენტი

 

თადარიგის გენერალ-მაიორი                    კობა კობალაძე