თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი დაშავდა. დღეს სააკაშვილს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან, თუმცა ყველა შეხვედრა ჩაიშალა.
როგორც გაირკვა, გუშინ მიხეილ სააკაშვილი, თავისი გუნდის წევრებთან(ვარშალომიძე, გაბაშვილი, დარჩიაშვილი, მინაშვილი) და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად გაემგზავრა ბელეკში, სადაც მოინდომა ველოსიპედით სეირნობა იმ ადგილებში, სადაც ეს აკრძალული იყო და დაშავდა. მან მიიღო მრავლობითი დაჟეჟილობა და მოიტეხა ხელი და ამჟამად იმყოფება თურქეთის ამერიკულ ჰოსპიტალში. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ფაქტს არ ადასტურებს.