ლიბერთი ბანკში მობილური ოპერატორების ბალანსის შევსება კვლავაც უფასოა. მომხმარებლებს აღნიშნული მომსახურების მიღება შემდეგი არხების მეშვეობით შეუძლიათ:
200-ზე მეტ ფილიალსა და სერვის ცენტრში, რომლებიც ყოველთვიურად ერთ მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება. (გაიგეთ მეტი http://libertybank.ge/?action=page&p_id=841&lang=geo)
100-ზე მეტ „ლიბერთი ექსპრესის“ მობილურ სერვის ცენტრში. (გაიგეთ მეტი http://libertybank.ge/?action=page&p_id=841&lang=geo)
ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. (გაიგეთ მეტი http://libertybank.ge/?action=page&p_id=841&lang=geo)
სმარტივი და სხვა PAY ბარათებისა და eMoney ელექტრონული საფულის მფლობელებისთვის ვებ გვერდით Smartivi.ge ან სმარტივი მობილური აპლიკაციით iPhone და Android მობილური ტელეფონებიდან. (გაიგეთ მეტი http://libertybank.ge/?action=page&p_id=841&lang=geo)
მაგთის, ბანის, და ბალის აბონენტებისთვის SmartPay მობილური აპლიკაციით ნებისმიერი მობილური ტელეფონიდან. (გაიგეთ მეტი http://libertybank.ge/?action=page&p_id=841&lang=geo)
„ლიბერთი ბანკის“ 300-ზე მეტ ბანკომატში. (გაიგეთ მეტი http://libertybank.ge/?action=page&p_id=841&lang=geo)
ასევე შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ოქტომბრიდან, ლიბერთი ბანკის თბილისში განლაგებულ 25 სერვის ცენტრში, მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების გადახდა საკომისიოს გარეშე არის შესაძლებელი. აღნიშნულ სერვის ცენტრებში ბოლო ორ-ნახევარი წლის მანძილზე 9 მილიონზე მეტი გადახდა განხორციელდა.
ლიბერთი ბანკის სხვადასხვა არხებით ყოველთვე 1 მილიონზე მეტი კომუნალური და სხვა გადახდა ხორციელდება, აქედან 15% მობილური ოპერატორების ბალანსის შევსებაზე მოდის.