შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უკრაინის დელეგაციას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უკრაინის დელეგაციას შეხვდა

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე ლევან იზორია უკრაინის, ნიკოლაევის ოლქის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლაევისოლქის საოლქო საბჭოს თავჯდომარე იგორ დიატლოვი, ქალაქების –ნიკოლაევისა და პერვამაისკის ხელმძღვანელი პირები, აგრეთვენიკოლაევის ოლქში მოღვაწე ბიზნესმენები (მათ შორის, საქართველოში სოფლისმეურნეობის პროდუქციის მსხვილი იმპორტიორები) და უკრაინული მედიისწარმომადგენლები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და შინაგან საქმეთასამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმადელეგაციის წევრებს სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნეს.

შეხვედრაზე ნიკოლაევის საოლქო საბჭოს თავჯდომარე იგორ დიატლოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში ეს მათი პირველი, გაცნობითი სახის ვიზიტი იყო. მან შინაგან საქმეთა მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს მაღალი დონის შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. მან სურვილი გამოთქვა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა დანაშაულთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილება უკრაინელ კოლეგებს გაუზიარონ და უკრაინაშიც გატარდეს მსგავსი რეფორმები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარდა და დღემდე მიმდინარეობს.
სამინისტროში ვიზიტის დასასრულს, დელეგაცია თბილისის პოლიციის ერთ-ერთირაიონულ განყოფილებას ესტუმრა.