ჩახო (სერგო ჩახოიანცი) ქართული ფერწერის 60-იანი წლების ერთ-ერთი სერიოზული წარმომადგენელია. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ წრეებში მას კარგად იცნობენ, ფართო საზოგადოებას არ მისცემია საშუალება, საფუძვლიანად გაცნობოდა მის შემოქმედებას. თიბისი არტ გალერეაში ამ გაგებით მისი პირველი პერსონალური გამოფენაა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის როგორც ფიგურატიული, ასევე აბსტრაქტული კომპოზიციები და პორტრეტები.
თიბისი არტ გალერეისთვის ეს უკვე მეოთხე პერსონალური გამოფენაა. გალერეამ, გახსნიდან დღემდე, უკვე უმასპინძლა ზურაბ (პიკო ) ნიჟარაძის, მამია მალაზონიას და გია გუგუშვილის პერსონალურ გამოფენებს.
ჩახოს გამოფენა თიბისი არტ გალერეაში 12 მაისამდე დარჩება.
გთხოვთ მობრძანდეთ!