BSA – Business Software Alliance საქართველოში არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების რისკებზე სპეციალურ კამპანიას იწყებს. მსოფლიოს კომერციული პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში საავტორო უფლებების დამცველი კომპანია BSA - Business Software Alliance საქართველოში არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების რისკებზე სპეციალურ კამპანიას იწყებს.
BSA - მ 250 ადგილობრივ კომპანიას გაუგზავნა ღია წერილი პირატული პროგრამების გამოყენების პოტენციურ რისკებზე, როგორც მათი ბიზნესის ერთერთ მთავარ საფრთხეზე.
BSA (www.bsa.org) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს უსაფრთხო და ლეგალური პროგრამული უზრულველყოფის მიმართულებით. ის საავტორო უფლებების დამცველი კომპანია მსოფლიოს კომერციული პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში. მისი წევრები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ინდუსტრიებს მსოფლიოში. კომპანია ხელს უწყობს იმ ტექნოლოგიურ ინოვაციებს რომლებიც საავტორო უფლებების დაცვას, კიბერ უსაფრთხოებას, ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის უსაფრთხოებას განსაზღვრავენ.
IDC -ის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის მეკობრეობის დონე 91%-ს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველი 10 პერსონალური კომპიუტერიდან 9 არალიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის, როგორც საცალო, ასევე კომერციულ მომხმარებელს სამართლებრივი და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
”BSA-ს საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, სურვილი გვაქვს გავაფრთხილოთ ადგილობრივი კომპანიები არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების საფრთხეებზე მათ ბიზნესში. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ აღნიშნულ კომპანიებს კარგად ესმით პირატული პროგრამების გამოყენებისას წარმოქმნილი უამრავი რისკი, ასევე დავეხმაროთ მათ, რომ დროულად გადაამოწმონ თავიანთ ორგანიზაციებში რამდენად მოიხმარენ ლიცენზირებულ პროდუქციას...." - აცხადებს BSA-ს წარმომადგენელი საქართველოში ალექსანდრე ბოლქვაძე.
დღემდე ჩატარებული ბაზრის ანალიზის და მთელი რიგი საგანმანათლებლო აქციების შედეგად ირკვევა, რომ რომ საქართველოში არსებული ორგანიზაციების დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ მართოს ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა და მათთვის ხშირად მოულოდნელია, როდესაც ადგილობრივი მაკონტროლებელი ორგანოები მათგან კანონთან შესაბამისობის დადასტურებას ითხოვენ.
ცნობისათვის, კომპიუტერული პროგრამების არაავტორიზებული გამოყენება საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის 6.1 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს საავტორო უფლების დარღვევას. აღნიშნული დარღვევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1571 შესაბამისად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189 მუხლის შესაბამისად - სისხლის სამართლის დანაშაულს.
სწორედ ამიტომ BSA-ს ღია წერილს თან ერთვის დეტალური ინსტრუქცია კომპანიებში პროგრამული უზრუნველყოფის აღრიცხვის და მისი ლეგალურობის შესამოწმებლად.
აღნიშნული წერილი ასევე იძლევა რეკომენდაციას, რომ ადრესატმა შეავსოს და BSA-ს გაუგზავნოს სპეციალური დეკლარაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მათი ორგანიზაცია სრულად იყენებს ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნვეყოფას და მისი ბიზნეს პრაქტიკა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.
„დეკლარაციის შედეგად მიღებულ ინფორმაციას ჩვენ გამოვიყენებთ, რათა კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ ზოგიერთი ადრე მიღებული რეპორტი არალიცენზირებული პროგრამების გამოყენებაზე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ყოველთვის გვირჩევნია პრობლემების ურთიერთშეთანხმებით მოგვარება, თუმცა ასევე ვიტოვებთ უფლებას, რომ გამოვიყენოთ ყველა შესაძლო სამართლებრივი ინსტრუმენტი ჩვენი კლიენტის საავტორო უფლებების დასაცავად“, - განაცხადა ალექსანდრე ბოლქვაძემ
BSA-ს შესახებ:
BSA – Business Software Alliance (www.bsa.org) არის მსოფლიოში წამყვანი საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაცია. იგი აერთიანებს 70-ზე მეტ მსხვილ კომპანიას, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფის შექმნაში ყოველწლიურად მილიარდობით აშშ დოლარის ინვესტირებას ახდენენ.
BSA-ს წევრებია: Adobe, Altium, Apple, Attachmate, Autodesk, Bentley Systems, Corel, Dassault Systèmes SolidWorks Corporation, DBA Lab S.p.A., Embarcadero, Famatech, FrontRange Solutions, Mamut, Materialise Software, McAfee, Microsoft, NedGraphics, O&O Software, Ringler-Informatik, Scalable Software, Siemens, Staff & Line, Symantec, Tekla,, The MathWorks