მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში   საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების თითქმის დასრულებულიუა.

მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების თითქმის დასრულებულიუა.

 

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში წერეთლის  თემში დარიგდა 674 კომბინირებული  და  567  ნომინალური ბარათი.

შპს მექანიზატორის მიერ რეგიონში 3500 ჰექტარი ტერიტორია მოიხნა. მარნეულის რაიონის წერეთლის თემში 750 ბენეფიციალის 400 ჰექტარი მიწა დამუშვდა, რომლიც  დადისკვა მიმდიანრეობს. გლეხების და ფერმერების განცხადებით მათ სოფლის რწმუნებულისგან კომბინირებული ბარათები დროულად მიიღეს.  მოსახლეობას უკვე ურიგდება ნომინალური ბარათები, რომლის მეშვეობით  ისინი სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის და საქონელის შეძენას შეძლებენ.

საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში  ქვემო ქართლის რეგიონში ჯამში დარიგდა 63 070 კომბინირებული და 54 555 ნომინალური ბარათი.  მოხნულია  20 000 ჰა მიწის ფართობი. ქვემო ქართლში ხვნის პროცესი მარტის ბოლოს დასრულდება.

მთელი საქართველოს მასშტაბით მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათს 700 000-ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს.

პირველ ეტაპზე რიგდება კომბინირებული ბარათი, რომელიც მიწის ხვნისა და დადისკვა/გაფხვიერების სამუშაოებს ითვალისწინებს.

მეორე ეტაპზე დარიგდება ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათი, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შესაძენად.

ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში  ამ დროისათვის 560 494 მიწის მესაკუთრემ კომბინირებული, ხოლო  400 000 ბენეფიციარმა   ნომინალური ბარათი  უკვე მიიღო.

ბარათების გამოყენებით ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და იმერეთში უკვე მოიხნა 65 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

 

0.25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების  მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ  მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა;

0.25 - ჰა-დან  1.25 ჰა- ჩათვლით მიწათმესაკუთრეები (ეს არის ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი), რომელთაც გააჩნიათ სახნავი ფართობი, მიიღებენ 2 ტიპის - კომბინირებულ და ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათებს  კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი შედგება 2 კომპონენტისგან:  ნიადაგის  ხვნა და  ხნულის დადისკვა/გაფხვიერება;

ნომინალური ბარათით  შესაძლებელია   სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა (1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით).

ის ფერმერები, რომელთაც აქვთ ანალოგიური ზომის მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით,  რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან;

1.25-ჰადან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის, ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ  640 ლარის ღირებულების მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან;

 

 

21.03.2013