შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, პროექტ „Twining"-ის ფარგლებში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო თავდაცვის დირექტორატის საერთაშორისო ურთიერთობების მისიის ხელმძღვანელ ფილიპ ნარდინისთან და ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტის მოადგილე არტურას რახკაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს სამოქალაქო თავდაცვის სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთიანი სამოქმედო სტრატეგია შეიმუშავეს.
პროექტის მიზანია საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მხარდაჭერა ქვეყანაში საგანგებო სიტუაციების მართვის გასაუმჯობესებლად. პროექტი „Twining" 1 წელია, რაც მიმდინარეობს ევროკავშირის დაფინანსებით.