თუ თქვენ გყავთ პატარა ბავშვი და ის თანამედროვე კომპიუტერული თამაშების ტყვეა, მაშინ დღეიდან სეგიძლიათ თქვენი შვილებისთვის კომპიუტერული თამაშები გახადოთ ერთდროულად სასარგებლოც და სახალისოც.
ქართველი ბავშვებისთვის სასიხარულოდ ინტერნეტ სივრცეში უკვე გაჩნდა პირველი ქართული ინტერაქციული წიგნები - ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ მიერ შექმნილი „ქართული ანბანი“ და ”ჯიუტი თხები” .
მათი ჩამოტვირთვა უფასოდაა შესაძლებელი App Store-დან, Amazon-დან და Google-დან. დააყენეთ ის თქვენს ანდროიდზე, iPad, iPhone-სა თუ iPod Touch-ზე და ისიამოვნეთ თქვენ შვილებთან ერთად!
თუ თქვენი ბავშვი სკოლამდელი ასაკისაა, მას „ქართული ანბანის“ მეშვეობით შეუძლია თამაშ-თამაშით შეისწავლოს წერა კითხვა. ის უკვე იქცა ათასობით ბავშვის საყვარელ თამაშად - მათ ამ ინტერქციული წიგნის მეშვეობით შეუძლიათ ყველაზე სახალისო ფორმით შეისწავლონ ქართული წერა-კითხვა.
”ჯიუტი თხები” კი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის საუკეთესო საშუალებაა, თამაშის გზით გაიწაფონ გამართულად კითხვაში. ჯიუტი თხების სასაცილო და ჭკუის სასწავლებელი მოთხრობით, ბავშვები ისწავლიან, თუ რა შეიძლება მოიტანოს უაზრო სიჯიუტემ და რომ დათმობა ხშირად ღირსეული და სწორი საქციელია!
ინტერაქტიული მოთხრობის გმირები რეაგირებენ ხელის შეხებაზე: მობაკუნე თხები, მოხტუნავე თევზი და მოშრიალე ბუჩქები, ბაყაყი, რომელიც ბევრი ჭამისგან სკდება, ბევრად უფრო სახალისოს და მხიარულს ხდის ამბის შეცნობის პროცესს!
ბავშვები მთხრობელს უსმენენ, თვალს ადევნებენ ტექსტში გაფერადებულ შესაბამის სიტყვებს და გონებით აკავშირებენ მოსმენილთან.
ინტერაქტიული წიგნი ”ჯიუტი თხები” “საბას” ელექტრონული წიგნების სახლის და გამომცემლობა ”დიოგენეს” ერთობლივი პროექტია, რომელიც გრძელდება. სულ მალე დაელოდეთ ახალ ინტერაქტიულ წიგნებს.
ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ რამდენიმე თვის წინ შექმნა თიბისი ბანკმა. „საბა“ მკითხველებს სთავაზობს 500-ზე მეტი წიგნის ელექტრონულ ვერსიას.
აქ არის თანამედროვე თუ კლასიკური ქართული ლიტერატურა, საბავშვო წიგნები, „საბას“ პრემიის ლაურეატები... მათი წაკითხვა შესაძლებელია ნებისმიერ კომპიუტერში, iPad, iPod Touch და iPhone-ში, Kindle-ში და სხვა ელექტრონულ წამკითხველებში.