მიმდინარე წლის 7 მარტს თქვენს პორტალზე გამოქვეყნდა ინტერვიუ მოქალაქე ლევან ჩიტაძესთან. აღნიშნულთან დაკავშირებით მსურს გაცნობოთ:
კატეგორიულად უარვყოფ გაჟღერებულ ინფორმაციას ჩემსა, ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს შორის გამართული შეხვედრის თაობაზე. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია ჩემსა და დავით კეზერაშვილს შორის არსებული „საკმაოდ კარგი ნაცნობობის“ შესახებ, რომელიც გავრცელდა აღნიშნული მოქალაქის მიერ „პრაიმ თაიმის“ პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, ელჩი, როგორც დიპლომატიური თანამდებობის პირი, პოლიტიკურად ნეიტრალურია. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ აღნიშნულ პირს, მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი უპასუხისმგებლო ვარაუდის გახმოვანებისაგან, რომელიც ლახავს ელჩისა და საელჩოს პატივსა და ღირსებას.
არჩილ კეკელია
საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში