სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაცია მომსახურების სააგენტოს ეწვია

სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაცია მომსახურების სააგენტოს ეწვია

დღეს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინიტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია. დელეგაციის წევრები მომსახურების სააგენტოს პერსონალს შეხვდნენ და სააგენტოს მუშაობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ. მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სააგენტოს საქმიანობის შესახებ და მუშაობის პროცესს ერთად დააკვირდნენ.

დღესვე ორგანიზაციის გენერალური მდივანი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. შეხვედრისას მხარეები ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ.

ICDO-ს დელეგაცია ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ნავაფ ალ სლეიბის ხელმძღვანელობით უკვე მესამე დღეა რაც საქართველოში იმყოფება. დელეგაციის წევრები საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საწვრთნელ ბაზას და ,,112-ის ქოლ-ცენტრს" ეწვივნენ. სტუმრებმა მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასეს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.