კომპანია„Trans Electrica

კომპანია„Trans Electrica "-ს განცხადება

2013 წლის 14 მარტის ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა სუბიექტურ აზრში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ თავმჯდომარემ ქალბატონმა მანანა ქოჩლაძემ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და არასწორი ინფორმაცია მიაწოდა მაყურებელს, რითაც დიდი ზიანი მიაყენა კომპანია„Trans Electrica"-ს საქმიან რეპუტაციას.

ქალბატონმა, „მწვანე ალტერნატივადან“, ეჭვი შეიტანა ჩვენი კომპანიის კომპეტენციასა და გამოცდილებაში ენერგეტიკისა და კერძოდ ჰიდროენერგეტიკული პროექტების მშენებლობის საქმეში. მან განაცხადა, რომ „ხუდონჰესს აშენებს კომპანია, რომელსაც საერთოდ არ აქვს გამოცდილება ჰესების მშენებლობაში“...

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ კონსორციუმ„Trans Electrica"-ში შემავალ კომპანიებსაქვთ უზარმაზარი გამოცდილება ჰიდროენერგეტიკული პროექტების მშენებლობაში, როგორც ინდოეთში ასევე სხვა ქვეყნებში.

ამ კომპანიების მიერ განხორციელებულია ისეთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის პროექტები, როგორიც არის:

ნათფა ჯახრის ჰიდროელექტროსადგური -1500 მგტ,

ჩამერას ჰიდროელექტროსადგური-540 მგტ,

მანერი ბჰალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი-304 მგტ,

ლარჯის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი,

ხოდაშალის ჰიდროელექტროსადგური,

უადი ღანის ჰიდროელექტროსადგური, ლიბია,

ლარჯის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ჰიდროელექტროსადგური და მასთან დაკავშირებული ნაგებობები, ობრას კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური,

ბჰაბას ჰიდროელექტროსადგური და სათაო ნაგებობები.

აღნიშნული ტენდეციური გამოსვლა აშკარად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელიც დაცული უნდა იყოს საქართველოს მთავრობასა და ინვესტორი კომპანიის მიერ გამოცხადებულ სამ-თვიან მორატორიუმზე. მიგვაჩნია რომ ეს დარღვევაა იმ ორგანიზაციისგან, რომელიც მონაწილეობს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებულ „ხუდონჰესის“ მშენებლობის ხელშეკრულების შემსწავლელ ჯგუფში და როდესაც ამ ჯგუფის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და მიმდინარეობს განხილვის პროცესი, აშკარად მიუთითებს ზეგავლენის მოხდენის მცდელობას მომავალ გადაწყვეტილებაზე.

ქალბატონ ქოჩლაძის განცხადებები დესტრუქციულია, რაც შესაბამისად დიდ ზიანს აყენებს საქართველოს ეკონომიკაში და კონკრეტულად ენერგეტიკაში საინვესტიციო კლიმატს.

კომპანია „Trans Electrica“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება მშენებლობის, ბუნებრივ და სოციალურ ზემოქმედებაზე შეფასების მსოფლიოში მიღებული საუკეთესო გამოცდილებისა და სტანდარტების შესაბამისად.