საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ აბაშიძის 5 დღიანი ოფიციალური ვიზიტი ლატვიასა და ლიტვაში დღეს დასრულდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ აბაშიძის 5 დღიანი ოფიციალური ვიზიტი ლატვიასა და ლიტვაში დღეს დასრულდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ აბაშიძის 5 დღიანი ოფიციალური ვიზიტი ქართულ დელეგაციასთან ერთად ლატვიასა და ლიტვაში დღეს დასრულდება. ოფიციალური ვიზიტის მიზანი იყო, ქართული დელეგაციის მიერ ლატვიისა და ლიტვის გამოცდილების გაცნობა თვითმმართველობის რეფორმისა და რეგიონული განვითარების სფეროში, აგრეთვე საქართველოს, ლატვიისა და ლიტვის და ხელისუფლებებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავება. 

ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია მართავდა შეხვედრებს ლატვიისა და ლიტვის პარლამენტებისა და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელობასთან. გარდა ამისა, დელეგაცია ეწვია შესაბამის სამინისტროებს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციებს.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ერეკლე ტრიპოლსკი, გია ჟორჟოლიანი, ზაქარია ქუცნაშვილი და ნოდარ ებანოიძე, აგრეთვე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ვიზიტი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.

15 მარტს დაგეგმილი შეხვედრების დღის წესრიგი:

 შეხვედრა ვილნიუსის მუნიციპალიტეტში, საუხუცესოთა სისტემის პრეზენტაცია (ვილნიუსის კადრების დეპარტამენტის უფროსის, ბატონ ანტანას გადეცკისი). - გამგზავრება პასვალისის მუნიციპალიტეტში. - შეხვედრა პასვალისის მერთან, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებასთან კონგრესში ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ბატონ გინტაუატას გეგუჟინსკასთან (მუნიციპალიტეტის პრეზენტაცია. საუხუცესოების საქმიანობის პრეზენტაცია. ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებათა კონგრესში ლიტვის დელეგაციის საქმიანობის პრეზენტაცია). - გამგზავრება რიგაში

_
22:40 - თბილისში გამგზავრება (პირდაპირი რეისი: რიგა - თბილისი)