შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპოლის გენერალურ მდივანს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპოლის გენერალურ მდივანს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში, ქ.ლიონში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ინტერპოლის გენერალურ მდივან რონალდ ნობელთან. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მიერ „ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტების" (პასპორტი და პირადობის მოწმობა) აღიარების შესახებ.

,,ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტი"-ს მფლობელებს, ინტერპოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას, საზღვრის კვეთის დროს, მიენიჭებათ სპეციალური ვიზის სტატუსი (უვიზო რეჟიმი, დაჩქარებული ვიზა ან სხვა სახის სპეციალური ვიზა).

ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს სტრუქტურაში შემავალ სხვადასხვა ქვედანაყოფებთან, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებასა და მომავალი სამოქმედო პრიორიტეტების დაგეგმვას.