სურსათის ეროვნულ სააგენტოს ესტონელი კოლეგები სტუმრობენ

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ესტონელი კოლეგები სტუმრობენ

 

ქართულ-ესტონური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში სურსათის ეროვნულ სააგენტოში ესტონეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ესტონეთის ელჩმა საქართველოში პრიიტ ტურკმა და სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გახსნეს. გაცნობით შეხვედრაზე სტუმრებმა ქართველ კოლეგებს ესტონეთის სურსათის უვნებლობის სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის სქემები, ასევე მოქმედი კანონმდებლობა გააცნეს. 

ქართულ-ესტონური თანამშრომლობის პროექტის მიზანია, საქართველოს მერძევეობის სექტორში მომუშავე მეწარმეთა ცნობიერების ამაღლება, რაც დაკავშირებულია რისკის ანალიზზე დაფუძნებული თვითკონტროლის სისტემის და HACCP-ის მეთოდების დანერგვასთან. საერთაშორისო დონეზე აღიარებული HACCP-ის პრინციპები შეიძლება დაინერგოს სურსათის წარმოებით დაკავებულ ყველა ტიპის საწარმოში, ასევე დისტრიბუციისა და საცალო ვაჭრობის ქსელში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში საპილოტე ბიზნესოპერატორების შერჩევა HACCP-ის გეგმის შესადგენად. პროექტი გაგრძელდება მიმდინარე წლის დეკემბრამდე.

ამჯერად ქართველი მეწარმეებისთვის ესტონელი სპეციალისტები ორდღიან სემინარს გამართავენ. მნიშვნელოვანია პროექტის მიმდინარეობისას ადგილობრივი ექსპერტის მოძიება, რომელიც ქართველი მეწარმეებისთვის სურსათის უვნებლობის სფეროში საკონსულტაციო მომსახურებას გააგრძელებს.