საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ცაგერის ეკლესიაში ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. რის შემდეგაც წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავისკენ გაემართნენ და წმინდანის პანაშვიდს დაესწრნენ , რომელიც ლენტეხისა და ცაგერის ეპისკოპოსმა სტეფანემ გადაიხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცაგერში მაქსიმე აღმსარებლის ხსნების დღესთან დაკავშირებით ჩავიდა. ბიძინა ივანიშილი კი დილიდან ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობას ხვდება და ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამას აცნობს.