თიბისი ბანკში ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებლებისათვის საგაზაფხულო აქცია დაიწყო. მათთვის, ვინც 31 მაისის ჩათვლით დარეგისტრირდება თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკზე და შეასრულებს ნებისმიერი 2 ტიპის ტრანზაქციას, მიიღებს 30 წუთ სასაუბრო დროს. აქციაში ჩართული ყოველი მე-100 მომხმარებელი დასაჩუქრდება iPod Shuffle-ით, ხოლო ყოველი მე-1000 iPad Mini-თ.
აქციაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ ინტერნეტ ან მობაილ ბანკზე, ხოლო თუ უკვე ხართ რეგისტრირებული და არ სარგებლობთ ამ სერვისით, საჭიროა განაახლოთ პაროლი და განახორციელოთ ნებისმიერი ტიპის 2 ტრანზაქცია თვის განმავლობაში.
გაიმარტივეთ ცხოვრება, განახორციელეთ თქვენთვის სასურველი საბანკო ოპერაცია სახლიდან გაუსვლელად 24 საათის განმავლობაში და მოიგეთ სასიამოვნო პრიზები.