ხვალ, 26 თებერვალს, 14 საათზე, "თიბისი ბანკი" და აზიის განვითარების ბანკი (ADB) ხელშეკრულებას გააფორმებენ, რომლის თანახმადაც, აზიის განვითარების ბანკი "თიბისი ბანკს" 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსს გამოუყოფს.
ამ 5-წლიანი რესურსის დახმარებით "თიბისი ბანკი" საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესს დააფინანსებს.
ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და ADB-ის ინვესტიციების მთავარი სპეციალისტი რაინერ ჰარტელი.
ხელმოწერის ცერემონიას "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებიც დაესწრებიან.