26 თებერვალს, 19:30 საათზე, "თიბისი გალერეაში" ახალგაზრდა მუსიკოსის სალომე ჟორდანიას კონცერტი გაიმართება. კონცერტი ბანკის სათავო ოფისის შენობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
სალომე ჟორდანია მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არერთ ფესტივალში მონაწილეობს.
სალომე ჟორდანია "თიბისი გალერეაში" შუმანის, ბეთჰოვენის, ლისტის, სკრიაბინის, შტრაუსისა და სკარლატის ნაწარმოებებს შეასრულებს.