ხუდონჰესის პროექტის განმხორციელებლი კომპანია ”Trans Electrica Ltd”- ს უცხოელი სპეციალისტები ქართველ სპეციალისტებთან ხუდონჰესის პროექტის ტექნიკური მახასიათებლების განხილვასთან დაკავშირებით, ინტენსიურ შეხვედრებს აწარმოებენ. კერძოდ, გაიმართა შეხვედრა საქართველოს მაღლივი კაშხლების გეოდინამიკური რისკების ცენტრის და საინჟინრო-საპროექტო ორგანიზაციების მეცნიერ-სპეციალისტებთან.
შეხვედრაზე განხილული იყო ხუდონჰესის პროექტირებისა და ჩატარებული ახალი გეოლოგიურ, გეოფიზიკური კვლევების მიმდინარეობა და ასევე ნაგებობის გარკვეული კონსტრუქციული გადაწყვეტილებები. შეხვედრაზე ”Trans Electrica Ltd”- ს მენეჯმენტის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ კონსულტაციებს და შეხვედრებს ქართველ სპეციალისტებთან ექნება პერმანენტული ხასიათი და ის მუდმივად განხორციელდება, როგორც ხუდონჰესის მუშა პროექტირების ეტაპზე, ასვე მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში.