თიბისი ბანკის განცხადება ყოფილი „ზაკვოს“ შენობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით (R)

თიბისი ბანკის განცხადება ყოფილი „ზაკვოს“ შენობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით (R)

თიბისი ბანკის კუთვნილ შენობაში არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა, 38 წლის ხათუნა კაკაჩიამ გუშინ გვიან ღამით თვითმკვლელობა სცადა და ყოფილი „ზაკვოს“ შენობის მეორე სართულიდან გადახტა.  

შეგახსენებთ, რომ „ზაკვოს“ შენობაში, რომელიც თიბისი ბანკის კერძო საკუთრებას წარმოადგენს, უკანონოდ შეიჭრნენ და უკვე 4 თვეა ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა ნაწილი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნება, ნაწილი კი - დევნილია. რაც შეეხება ხათუნა კაკაჩიას, ის არც იძულებით გადაადგილებული პირია და არც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს.

შენობა აბსოლუტურად არ შეესაბამება საცხოვრებელ კატეგორიას, იგი ამორტიზებულია, შიდა ტერიტორია დაბინძურებულია. არ ფუნქციონირებს კანალიზაცია, არ არის ელექტროენერგია, წყალი, გაზი. არსებობს კომპეტენტური დასკვნა შენობის მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის იქ მყოფ პირებს. გარდა ამისა, შენობაში შექმნილი უკონტროლო ვითარება ზრდის დანაშაულის ალბათობას.

მიგვაჩნია რომ, პროცესების ამგვარი განვითარება დაუყოვნებლივ საჭიროებს სათანადო რეაგირებას.