„დარღვევების კედელი"-- სალომე ზურაბიშვილი ახალი ინიციატივით გამოდის. მან ამის შესახებ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა. ხომ არ იქნებოდა კარგი, რომ გაიხსნას ვებ-გვერდი, სადაც საწყისისათვის დაიდება ყველა წინასაარჩევნო, უკვე შემჩნეული დარღვევა, დარბევა, რასაც დავესწარით აქამდე, დათარიღებული და თუ არსებობს - ვიდეო ან აუდიო მასალით. ამ დღიდან უკვე ეს გვერდი შეივსება ყველა მიღებული მასალით არა მხოლოდ "ოცნებიდან" და ტელევიზიებიდან მოგროვებული, არამედ მოსახლეობის აქტიურობით მოპოვებული ანუ თავიანთი მობილურით დაფიქსირებული კადრები და პირდაპირ დადებული. ეს შექმნიდა უტყუარ სურათს ამ ხელისუფლების მრავალფეროვან დარღვევებისა და შემდეგ დამკვირვებლების, ჟურნალისტების და მონიტორების სამუშაოს დიდად წაადგებოდა", - წერს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.