დღეს, 15 საათზე ექსპო-ჯორჯია (წერეთლის 118 ), მესამე პავილიონში გაიმართება სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან და რუსეთში გამართული პირველი შეხვედრის შედეგებს გააცნობენ. შეხვედრას რუსეთთან ურთიერთობის საკითხში პრემიერის საგანგებო წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დაესწრება.