ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს

ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.

2 თებერვალს აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას, მან ასევე აღნიშნა, რომ დამოუკიდებელ ქვეყნებს უფლება აქვთ თავად აირჩიონ საკუთარი მოკავშირეები.

მან თქვა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს განსხვავებული შეხედულებები აქვთ სირიის, ნატოს გაფართოებისა და სარაკეტო თავდაცვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე.

მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ბევრი საერთო ინტერესიც აქვს, მათ შორის, თავიანთი ბირთვული არსენალის შემცირება, ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდა ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ბაიდენი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე დღეს გამოდიოდა სიტყვით. ეს იყო საერთაშორისო შეკრება, რომელსაც ესწრებოდა 400 უმაღლესი რანგის დიპლომატი და თავდაცვის სფეროს წარმომადგენელი ევროკავშირიდან, შეერთებული შტატებიდან, რუსეთიდან და კიდევ სხვა მრავალი ქვეყნიდან, გერმანიის სამხრეთ ქალაქში.

foreignpress.ge