თბილისის მერის გიგი უგულავას მხარდასაჭერად მერიაში მოქალაქე ლია ვარამაშვილი მივიდა და სანთლები დაანთო. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას
ლია ვარამაშვილმა განაცხადა, გიგი უგულავა სამართლიანი ადამიანია, არაერთ თბილისელს დახმარებია. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ახალი ხელისუფლება დროს არ უნდა კარგავდეს სამართლიანი და პატიოსანი ადამიანების დაკითხვისთვის.
ლია ვარამაშვილის განცხადებით, ის ჯერ ეკლესიაში იმყოფებოდა და იქ ილოცა გიგი უგულავასთვის, ახლა კი თბილისის მერიასთან მივიდა. მისი თქმით, თბილისის მერიისგან შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დახმარებას ვეღარ იღებს იმის გამო, რომ გიგი უგულავას დროს აკარგვინებენ დაკითხვებით.
მერიაში "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე გიგი უგულავას დაკითხვა მიმდინარებს.