წარჩინებით ჩარიცხულ სტუდენტებს მიხეილ სააკაშვილი ბათუმში შეხვდა. პრეზიდენტმა ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა და განათლების სისტემაზე ესაუბრა. სააკაშვილის განცხადებით ეროვნული გამოცდების წინ საგამოცდო კომისია ბევრმა თანამდებობის პირმა დატოვა და ბევრს ეგონა, რომ გამოცდები ჩაიშლებოდა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა ადრე უმაღლესში ჩაბარება 15 ათასი დოლარი ღირდა. სააკაშვილის თქმით, იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ხელისუფლებაში მოსვლა სურთ, ძველი დროის დაბრუნება უნდათ.