მიკროავტობუსებთან დაკავშირებით თიბისი ბანკმა კომენტარი გააკეთა ®

მიკროავტობუსებთან დაკავშირებით თიბისი ბანკმა კომენტარი გააკეთა ®

თიბისი ბანკში აცხადებენ, შპს „თბილლაინს“ გააჩნია სესხი რომლის სანაცვლოდაც დაყადაღდა კომპანიის კუთვნილი 2,500 მიკროავტობუსიდან მხოლოდ მცირე ნაწილი -  150 ცალი მიკროავტობუსი.

ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, სულ, ამ 2,500 მიკროავტობუსიდან, ყველაზე პიკური მოძრაობის დროს ფუნქციონირებს დაახლოებით 1,800 მიკროავტობუსი, ხოლო 700 არის რეზერვი.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და კომპანიაში შექმნილი მდგომარეობის გამო, როდესაც მოხდა მიკროავტობუსების დაზიანების რამდენიმე ფაქტი, თიბისი ბანკმა, იმისათვის, რომ შესაძლო დაზიანებისგან დაეცვა გირაოთი დატვირთული ქონება, მიმართა სააღსრულებლო ბიუროს და მოითხოვა ამ 150 მიკროავტობუსის დაყადაღება, რაც კომპანიის გაჩერებას ვერ გამოიწვევდა.

„თუმცა, ვითვალისწინებთ რა თბილისის მოსახლეობის ინტერესებს და აგრეთვე იმას, რომ დღეისათვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან მიკროვატობუსებმა  ჩვეულ  რეჟიმში განაგრძონ ფუნქციონირება, გადავწყვიტეთ, აღნიშნულ 150 მიკროავტობუსსაც მივცეთ ფუნქციონირების საშუალება და აღარ მოხდეს მათი გაჩერება“ - აცხადებენ თიბისი ბანკში.