,,გპირდები"- ბერა ტურნეს ბათუმში განაგრძობს. კონცერტი ახალ ბულვარში საღამოს რვა საათზე გაიმართება. ბერა ივანიშვილმა პირველი სოლო კონცერტი 23 აგვისტოს საჩხერეში გამართა. ტურნე "გპირდები" ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ბერა კონცერტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გამართავს. ძველ სიმღერებთან ერთად მომღერალი ახალ ჰიტებსაც შეასრულებს. დღევანდელ კონცერტზე უფრო დაწვრილებით ჩემი კოლეგა თეონა ბაკურიძე ისაუბრებს.