თითქმის ყველგან პარლამენტი იგივე ქალაქშია, სადაც აღმასრულებელი ორგანო, გამონაკლისი სამხრეთ აფრიკაა

თითქმის ყველგან პარლამენტი იგივე ქალაქშია, სადაც აღმასრულებელი ორგანო, გამონაკლისი სამხრეთ აფრიკაა

 თითქმის ყველგან პარლამენტი იგივე ქალაქშია, სადაც აღმასრულებელი ორგანო, მნიშვნელოვანი გამონაკლისია სამხრეთ აფრიკის შემთხვევა , - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამხრეთ აფრიკაში პარლამენტი ქეიფთაუნში მდებაროებს, მთავრობა კი - იოჰანესბურგში.

"თითქმის ყველგან პარლამენტი იგივე ქალაქშია, სადაც აღმასრულებელი ორგანო, ასევე, კონსტიტუციური სასამართლოც. მაგრამ არის გამონაკლისები. პარლამენტის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი გამონაკლისია სამხრეთ აფრიკა, სადაც საპარლამენტო სესიებისას მინისტრები ერთი ქალაქიდან მეორეში დადიან და პარლამენტარებიც იმავეს აკეთებენ. ეს ცოტა არ იყოს ძვირი იქნება, მაგალითად, როგორიცაა ევროპარლამენტის შემთხვევაში", - აღნიშნა ბუკიკიომ.

მისივე განმარტებით, ევროკომისია ბრიუსელშია, ევროპარლამენტი კი სტრასბურგში და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კრიტიკა ისმის, რადგან მათი გადაადგილება ძალიან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი ბრიუსელის სამდივნოდან სტრასბურგში.