იუსტციის მინისტრი თეა წულუკიანი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას - თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ.
როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, კოალიციაში არანაირი განხეთქილება არ არსებობს და ხელისუფლებას მკვეთრად დასავლური კურსი აქვს.
მისი თქმით, მთავრობის ამოცანაა - საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს.
„ამ გზაზე, ჯიუტად და ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით, რომელიც საკმაოდ რთულია. ეს არის ერთადერთი გზა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ალასანია კოალიციის დატოვებას არ აპირებს“, - დასძენს მინისტრი.