თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. კაპრალ ერეკლე ხარშილაძეს და უმცროს სერჟანტ იაგო კაკულიას პატრულირებისას მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა. შედეგად ორივე მსუბუქად დაშავდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამჟამად ისინი მკურნალობას გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გადიან.
პატრულირების დროს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა რიგითი გურამ ჩიმახიძე. შედეგად ის მძიმედ დაიჭრა. სამხედრო მოსამსახურე ბასტიონის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. გურამ ჩიმახიძეს მკურნალობის გასაგრძელებლად გერმანიაში, ლანდშტულის კლინიკაში უახლოეს მომავალში გადაიყვანენ.