რუსთაველის თეატრში გურამ საღარაძის პანაშვიდი მიმდინარეობს

რუსთაველის თეატრში გურამ საღარაძის პანაშვიდი მიმდინარეობს

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის გურამ საღარაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. თეატრის ფოიეში გურამ საღარაძის მიერ შესრულებული როლების ფოტოებია გამოფენილი. დარბაზში შეკრებილები არიან მსახიობები, რეჟისორები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე  რიგითი მოქალაქეებიც.

სცენაზე დიდი კინოპროექტორით  რეტროსპექტივა მიმდინარეობს იმ სპექტაკლებიდან და ფილმებიდან, სადაც გურამ საღარაძეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

პანაშვიდს ესწრებიან რუსთაველის თეატრის ძველი თაობის მსახიობებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ გურამ საღარაძე იყო სამაგალითო, როგორც პირად ცხოვრებაში და მეგობრობაში, ასევე სცენაზე და რეპეტიციებზე.

ამასთან, რამდენიმე წუთის წინ გურამ საღარაძის ოჯახს თბილისის მერმა, გიგი უგულავამ მიუსამძიმრა.

გურამ საღარაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მსახიობს დიდუბის პანთეონში დღეს დაკრძალავენ. ძიძიგური:  პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეა დედაქალაქში პოლიტიკური ცენტრის მოშლას ისახავდა მიზნად.