„16-ში ძაან მობილიზაცია, ოპოზიცია არ პასიურობს, ჩვენ ვორგანიზდებით და 16-ისთვის ვიქნებით კარგ ფორმაში,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქჩართვისას განაცხადა.
„მეგობრებო, ჩემი ცხოვრება გეკუთვნით თქვენ. ხელებს არასდროს არ ჩამოვუშებ, მაგრამ 16-ში ძაან მობილიზაცია, ოპოზიცია არ პასიურობს, ჩვენ ვორგანიზდებით და 16-ისთვის ვიქნებით კარგ ფორმაში. შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას დავუგზავნეთ, რაც იყო დარღვევები, ბევრი დაღვევა არის აღმოჩენილი და დოკუმენტირებული. ჩვენი აზრით, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.