"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა გიორგი არველაძემ სოციალურ ქსელში ახალგაზრდობა გააკრიტიკა და მათ უთავმოყვარეო, უტვინო ჯოგი უწოდა.
"საქართველოს ახალგაზრდობავ და სტუდენტობავ, თქვენ ხართ ზარმაცი უთავმოყვარეო და უტვინო ჯოგი. უპასუხისმგებლო ნახირი, ფასეულობებისა და ინტელექტის გარეშე. სამარცხვინონი. ქაქში ცხოვრებას იმსახურებთ და ზუსტად ეს გელით,"- დაწერა არველაძემ "ფეისბუქის" გვერდზე.
აღნიშნულ შეფასებას "რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა:
"ბოდიში შენთან, George Arveladze, თუ ეს მართლა შენი სიტყვებია, ღრმა და ფუნდამენტური შეცდომაა. საუკეთესო და საამაყო ახალი თაობა გვყავს. ბევრად, ძალიან ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩემი და, მაპატიე, შენი ახალგაზრდობა იყო. ბევრგან ვყოფილვარ და მიცხოვრია კიდეც. უცხოელ და ქართველ ახალგაზრდობასთან შეხება მქონია, მათ შორის, როგორც ლექტორს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არც ერთგან არ ჰყავთ ასეთი მაგრები. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სტარტაპი ასჯერ უარესი ჰქონდათ, ვიდრე ნებისმიერ მათ კონკურენტს დასავლეთში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივი ბედნიერება და ნამდვილი საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდობა, "- დაწერა "რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში, ადრესატმა აღნიშნული უპასუხოდ არ დატოვა, რის შემდეგაც ნიკა გვარამიასა და გიორგი არველაძის შორის"ფეისბუქ" პოსტის კომენტარებში თემაზე დისკუსია წარიმართა:
გიორგი არველაძე: -
"ნიკა მესმის, რომ შენ ასე უნდა ამბობდე და სწორია. მე არც პოლიტიკოსი ვარდა არც საზოგადო მოღვაწე. არც ვაპირებ!!!
ჩემი პირადი აზრი მაქვს და მეთანხმები თუ არა, ეს ჩემი აზრია.
ახალგაზრდობა სადაც დუმს, იმ საზოგადოებას მომავალი არ აქვს.
ჩვენი ახალგაზრდობა დღეს (და რა თქმაუნდა მე კრებითად ვსაუბრობ და არ გვულისმობ გამონაკლისებს) მთლიანობაში ან დაკომპლექსებულია, ან "უტყდებათ", ან "კიდიათ" ან დაბოლილები არიან. - ეს ეროვნული ტრაგედიაა.
არაფერ შუაშია აქ "ქოცი" ან "ნაცი". არაფერ შუაშია პოლიტიკა. როდესაც რუსეთი სახელმწიფოებრიობას გართმევს ახალგაზრდობა სადღაც უნდა იყოს, უნდა ჩანდეს, ხმას უნდა იღებდეს. მე ვერ ვხედავ ასეთ ახალგაზრდობას, კიდევ ვიმეორებ, რომ კრებითად ვსაუბრობ და ცალკეულ გამონათებებზე არ მაქვს საუბარი. მე თვითონაც ახალგაზრდების მამა ვარ და გულისტკივილის მეტი არაფერი მალაპარაკებს ამას.
უფრო ცუდი ისაა, რომ არავინ ამაზე არ ლაპარაკობს. პირიქით, ისეთი აზრი მკვიდრდება სულ რომ პროტესტი ტეხავს, გამოსვლები ცუდია, პოლიტიკურ პარტიებთან აფილიაცია ტეხავს და სამარცხვინოა... რომ ცივილიზებულობა და "კაი პონტი" ისაა თუ ყველა ჩუმად იქნება, თუ ყველა დაიკიდებს პოლიტიკას და ა.შ.
რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის წართმევის გაპროტესტება რომ უტყდება უკვე - ეგეთი ახალგაზრდობის მე არ მესმის და არ მჯერა.
ეროვნული მოძრაობა სტუდენტებმა დაიწყეს გარეჯის პოლიგონის გაპროტესტებით.
ახლა გარეჯის პოლიგონი კი არა დაგვახიეს სახელმწიფობრიობა თავზე და ახალგაზრდობა დუმს.
ტრაგიკულია ამის ყურება და არ შემიძლია ემოციის გარეშე ყოფნა.
ტროლების კითხვა არ მსიამოვნებს და ამიტომ შენის ნებართვით თაგს მოვუხსნი ამ პოსტს, რადგან ვიცი რომ ბევრს საკუთარ წმიდათა წმინდა მოვალეობად მიაჩნია "ფეისბუქზე" გინება და ტროლვა. ჩემი სათქმელი ჩერგომ უკვე გააცნო ფართო აუდიტორიას - რისთვისაც ნამდვილად მადლობა ეკუთვნის მას.
ხო! ჩემი აზრია, რომ დღეს, როდესაც დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა ფაქტიურად წაგვართვა რუსეთმა, ახალგაზრდობა ასე არ უნდა დუმდეს. და თუ დუმს (და იგი დუმს) ეს სამარცხვინოა და მე მას გავაკრიტიკებ, იმიტომ, რომ სამარცხვინოს გარდა ტრაგიკულიცაა.
მე არც ქოცობას ვუწუნებ არავის და არც ნაცობას ვთხოვ ვინმეს. ქვეყანაა დასაცავი, გადასარჩენი... და მდუმარე, ინდეფერენტული ახალგაზრდობა თუ გვეყოლა ეს შეუძლებელი იქნება. მარიხუანას მოწევა და we dance together we fight together თუ აღაგზნებს მარტო ქართველ ახალგაზრდობას, ამ ერს მომავალი არ აქვს.
სად არის ახალგაზრდობა რომელსაც სამშობლო ტკივა და პასუხისმგებლობას გრძნობს მის წინაშე?! დამანახე ასეთი კრიტიკული მასა ახალგაზრდობისა და ბედნიერი ვიქნები. ჩემი თავი ენაცვალოს ყველას. სამწუხაროდ ასეთი არ ჩანს..."
ნიკა გვარამია:
-" აბსოლუტურად არ გეთანხმები არც ერთ ნაწილში, და არა იმიტომ, რომ ასე უნდა ვთქვა, იმიტომ რომ საჯარო პირი ვარ.
რა რა და არაფრის თქმის პრობლემა არ მაქვს, სულ რო ყველაზე არაპოპულარული იყოს კონიუნქტურისთვის. სამწუხაროა თუ საბედნიერო, არ ვიცი, მარა ფაქტია.
რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, გადასარევები არიან, განსხვავებით მოქმედი პოლიტიკური ისტებლიშმენტისგან"