კახა კალაძე სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას "სისულელეს" უწოდებს.
"სისულელეზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ, ეს არის სისულელე. ცვლილებები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როცა იქნება ამის საჭიროება, აუცილებლად იქნება ცნობილი თქვენთვის და საზოგადოებისთვის",- განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ გადახალისება იქნება როცა ამის საჭიროება და დრო დადგება
არაოფიციალური ინფორმაციით, ცვლილებები შესაძლოა ინაუგურაციის შემდეგ, ახალ წლამდე, ან ახალი წლის დღეებში განხორციელდეს.