"სპორ­ტსმე­ნი იყო... სი­გა­რეტ­საც არ ეწე­ო­და" - 19 წლის ბიჭი ნარკოტიკული ინტოქსიკაციით დაიღუპა

ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, მან ორ ახალ­გაზ­რდას­თან ერ­თად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა თბი­ლი­სის ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­ში მი­ი­ღო. ორი ახალ­გაზ­რდა ამ დრომ­დე კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და. სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა ქუ­თა­ი­სის მკვიდ­რია.

გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის დიმა გორ­გი­ძეა. ის სტუ­დენ­ტი იყო და თბი­ლის­ში სას­წავ­ლებ­ლად იყო ჩა­მო­სუ­ლი. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა უკვე გა­და­ას­ვე­ნეს ქუ­თა­ის­ში.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს, რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბამ" გა­ავ­რცე­ლა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ტოქ­სი­კა­ცია შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს სინ­თე­ზუ­რი ოპი­ო­ი­დით - ფენ­ტა­ნი­ლით.

"მისი მოქ­მე­დე­ბა ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა ჰე­რო­ი­ნის მოქ­მე­დე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა შე­ი­ძი­ნეს რო­გორც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA, რომ­ლის მი­ღე­ბის შე­დე­გად გა­მო­უვ­ლინ­დათ სიმპტო­მე­ბი: ძი­ლი­ა­ნო­ბა, არე­უ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა, ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი, ეი­ფო­რია, კუნ­თე­ბის რი­გი­დუ­ლო­ბა და კო­მა­ტო­ზუ­რი მდო­მა­რე­ო­ბა.

ასე­ვე, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლია ნა­ლო­ქ­სო­ნის დე­ფი­ცი­ტი, რო­მე­ლიც ოპი­ო­ი­დუ­რი ზე­დო­ზი­რე­ბის დროს ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლის­გან ხსნის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

მო­გი­წო­დებთ ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც მო­იხ­მართ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, შე­წყვი­ტოთ და ნე­ბის­მი­ერ ფა­სად თავი შე­ი­კა­ვოთ ნე­ბის­მი­ე­რი სუბსტან­ცი­ის მი­ღე­ბის­გან", - აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო გან­ცხა­დე­ბა­ში.