სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის ბლოკმა უდიდესი უპირატესობით მოიგო

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის ბლოკმა უდიდესი უპირატესობით მოიგო

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ამომრჩეველთა 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ამომრჩეველთა აქტივობამ გუშინ გამართულ არჩევნებზე 49% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში ქვეყნის პარლამენტში ვერ გავიდა ყოფილი მმართველი „რესპუბლიკური პარტია“. "აიპიენის" ცნობით, მათ ამომრჩეველთა ხმების 4,7% მიიღეს, ხოლო პარლამენტში მოსახვედრად საჭირო იყო 5%-იანი ბარიერის გადალახვა.

არჩევნებში სულ ხუთი ბლოკი და ცხრა პარტია მონაწილეობდა. ფაშინიანის ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ პირობას დებს, რომ კორუფციის აღმოფხვრისთვის ყველაფერს გააკეთებს და ეკონომიკის რეფორმირებას დაიწყებს.